
ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან 2017 წლიდან და ეს არის დიდი ბენეფიტები, ამისთვის საჭიროა ვალდებულებების შესრულება - ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან 2017 წლიდან და ეს არის დიდი ბენეფიტები და ამისთვის საჭიროა ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვა მაგალითად… ეს ერთი ერთი პუნქტია, იქნება დედლაინი აგვისტოს ბოლომდე რომ შესრულდეს. ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან. ჩვენ არ გვინდა ვაზარალოთ ქართველი ხალხი, მაგრამ ეს ნდობის საკითხია ევროკავშირის და თუკი ეს ბონუსია და ეს ბონუსი აქვს ქვეყანას რომელიც არ ასრულებს ვალდებულებებს, ეს აჩვენებს რომ ისინი არ უდგებიან ამ საკითხს სერიოზულად. საქართველოზე განვიხილეთ სხვადასხვა მექანიზმები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება და სანქციები" - აცხადებს კაია კალასი.
0
0