
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „მთავარი არხის“ ეთერში აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან 4 მოსამართლის სანქცირების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ისინი ხელს უშლიდნენ სხვა მოსამართლეებს, მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე აღესრულებინათ.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, შტატები მსგავს გადაწყვეტილებას მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს.
„აშშ არის მტკიცე პარტნიორი და მეგობარი საქართველოს 30 წლის განმავლობაში და ამის ნიშანი და გამოხატულება არის ქვეყნის ყველა ქალაქში, ყველა სოფელში. სავიზო სანქციები რაც გამოცხადდა, არის მათ წინააღმდეგ, ვინც არიან ჩართული კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას. მათ ეკრძალებათ ამერიკაში შესვლა და ეს მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიერ, როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართული არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ, ეს სანქციები გამოცხადდა გუშინ“, - აცხადებს კელი დეგნანი.
0
0
შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა
11/08/2025
სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა
10/08/2025