-(1)-share.jpg)
“ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გვაქვს საგანგებო მდგომარეობა კლიმატის ცვლილების ფონზე და ჩვენ ეტყობა, გაკვეთილები ვერ გამოვიტანეთ იქიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა შოვში." - ამის შესახებ “მწვანეთა მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ჩხობაძემ ნერგეთში მომხდარი სტიქიური უბედურების გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას რადიო „სივრცის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა:
“მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელი იყო,იმიტომ რომ იყო შეტყობინებებიც ამის შესახებ. კლიმატის ცვლილების ფონზე, ყველა სპეციალისტი ვარაუდობს, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება იქნება. თქვენ იცით, რომ ორი დღის განმავლობაში უხვი ნალექი მოვიდა დასავლეთ საქართველოში და მარტო ბაღდათში არ მომხდარა ტრაგედია მოხდა აჭარაშიც, ამას გარდა ტრაგედიის გარეშე გადავრჩით ხაშურში, მაგრამ იქ რკინიგზის მუშაობა შეფერხდა, იქაც ჩამოწვა მეწყერი, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გვაქვს საგანგებო მდგომარეობა კლიმატის ცვლილების ფონზე და ჩვენ ეტყობა, გაკვეთილები გამოვიტანეთ იქიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა შოვში. ეგრეთში განვითარებული მოვლენები გარემოს ეროვნულ სააგენტოს წინასწარ ჰქონდა გათვალისწინებული როგორც ერთ-ერთი პრობლემური ზონა და ასეთი ზონები ბევრია საქართველოში. პრევენციული ღონისძიებების გატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ როგორ?, და რა უნდა გაკეთდეს - ჩვენ ვიძახით, რომ სისტემები არ გვაქვს შექმნილი პრევენციული ღონისძიებებისთვის,ანუ ინფორმაცია კი მიუვიდათ მუნიციპალიტეტებს, მაგრამ ვინ წაიკითხა? ვინ შეძლო, რომ რეაგირება გაეკეთებინათ, ვინ დაგეგმა მერე მოსახლეობის ასე ვთქვათ გასახლება ან რაიმე შეტყობინება.“ - განაცხადა ჩხობაძემ.
ცნობისთვის, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეექვსე ცხედარი იპოვეს.
მეხანძრე-მაშველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებას.
ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 პირი, ხოლო 3 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე.
0
0