08/08/2022
11:37
პოლიტიკა
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, - ესაა ჩემი მთავარი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, მეორე ფრონტი საქართველოში გახსნილიყო, ჩაიშალა, ასევე, ღარიბაშვილის განმარტებით, არცერთ ქვეყანაში ისეთი პროგრესი ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით არ მიმდინარეობს, როგორც საქართველოში, ახლა კი რადიკალურ ოპოზიციას სურს, ისევ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები დააზიანონ.
„ტურიზმი, ტურისტების შემოდინება საქართველოში - ეს ვისზე აისახება? ჩვენს ქვეყანაზე აისახება. ჩვენს ეკონომიკაზე, ხალხზე, მოქალაქეებზე, ხომ? ასე, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, ესაა ჩემი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0