
ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ღირსეულ დამოკიდებულებას, ჩვენს მხარდამჭერ ნაბიჯებს უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა კითხვაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მომავალში საქართველო.
მისი თქმით, საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდაჭერისთვის თუ ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თვალსაზრისით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა.
„მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ღირსეულ დამოკიდებულებას, ჩვენს მხარდამჭერ ნაბიჯებს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ დღეს მიუხედავად ძალიან ბევრი უსამართლო, საფუძველს მოკლებული ცილისწამებისა თუ ბრალდებისა, რომელიც ჩვენ გვესმის, ქვეყანა, რომელიც ომშია, დღეს ამის დრო არ არის. ჩვენ ცალმხრივად გავაგრძელებთ მეგობრობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ, მსგავსი მოვლენების განვითარებას, უახლოეს მომავალში ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამენ“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა.
0
0