
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა Condé Nast Traveller-ი საქართველოს შესახებ სტატიას ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტი ლიდია სვინსკო მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.
„საქართველო ცნობისმოყვარე მოგზაურობს ხიბლავს, ამ ქვეყანაში იმდენი სანახაობაა, რომ თვეები დაგჭირდებათ საქართველოს გასაცნობად, აქ ზიგზაგები უნდა გაიაროთ, რომ შეისწავლოთ საქართველო ბათუმის შავი ზღვის სანაპიროდან აღმოსავლეთ საზღვრამდე. საქართველოში 1 751-ზე მეტი მწვერვალია, რომელიც ნოემბრიდან აპრილამდე თოვლით იფარება. საქართველოში ამოუწურავი აქტივობები დახვდებათ ბუნების მოყვარულებს, მოთხილამურეებს, მოლაშქრეებს და გურმანებს, რომლებსაც კერძების მდიდარი არჩევანი ელოდებათ. მოგზაურები საქართველოს შორეულ სოფლებში უძველეს ეკლესიებს და ორნამენტებით მორთულ მონასტრებს გაეცნობიან“, – წერს Condé Nast Traveller-ის ჟურნალისტი სტატიაში „იდეალური შვიდდღიანი მოგზაურობა საქართველოში“
ლიდია სვინსკო მკითხველს ურჩევს, როგორ დაგეგმოს ერთკვირიანი ტური საქართველოში.
„მოგზაურებს ბევრი რამ იზიდავთ, ქვეყნის შესასწავლად თუ მხოლოდ ერთი კვირა გაქვთ, ჩვენ გაგიმარტივებთ მოგზაურობას და გირჩევთ, როგორ დაგეგმოთ შვიდი დღე საქართველოში“, – წერს ავტორი და მკითხველს თითოეულ დღეს დეტალურად აღუწერს.
პირველ დღეს Condé Nast Traveller-ის ჟურნალისტი მოგზაურებს ძველი თბილისის, აბანოთუბნის, კვების ობიექტებისა და ბაზრის ნახვას ურჩევს.
მეორე დღეს ნაძვნარში ჩაფლული ბაკურიანის, სადაც როგორც სრიალი შეიძლება, ასევე ლაშქრობა და ცხენით ჯირით.
მესამე დღეს ქუთაისის, თეთრი ხიდის, ბაგრატის ტაძრისა და კვების ობიექტების.
მეოთხე დღეს ჟურნალისტი მკითხველს თბილისში დაბრუნებას და ქალაქის შემოგარენში ბილიკებზე ლაშქრობას სთავაზობს
მეხუთე დღეს კი კახეთში გამგზავრებასა და ღვინის რეგიონის მონახულებას.
მეექვსე დღეს ლოპოტას.
მეშვიდე დღეს კი ჟურნალისტი მკითხველს სიყვარულის ქალაქის, სიღნაღის დათვალიერებასა და ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებას ურჩევს.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
0
0