
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ ისაუბრა.
,,აშშ ტარიფებს იყენებს, როგორც იარაღს, მაქსიმალური ზეწოლის განსახორციელებლად და საკუთარი ეგოისტური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ეს მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
პეკინის მიერ 84%-იანი ტარიფის დაწესება აუცილებელი კონტრზომაა აშშ-ის დამაშინებელი ნაბიჯების საპასუხოდ. ჩვენ ვიცავთ ჩინეთის სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლიანობასა და საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებს. აშშ-ის ნაბიჯი მარცხით დასრულდება.
სატარიფო ომებსა და სავაჭრო ომებს არ ჰყავს გამარჯვებული. ჩინეთს არ სურს მათთან ბრძოლა, მაგრამ ჩვენ არ დავიხევთ უკან, როცა დაგვიპირისპირდებიან.
თუ აშშ გადაწყვეტს ბრძოლას, მაშინ ჩინეთი ბოლომდე შეეწინააღმდეგება,’’ - თქვა ლინ ძიანმა.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025