12/07/2023
19:54
მსოფლიო
მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც შეხვედრას გავმართავთ, რათა ნატო-ში უკრაინის ოფიციალური გაწევრიანება აღვნიშნოთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
“იმედი მაქვს, რომ ჩვენ საბოლოოდ ბოლო მოვუღეთ აზრს იმის შესახებ სურთ თუ არა ნატო-ში უკრაინის ნახვა. ეს მოხდება. წინ მივიწევთ, სწორი მიმართულებით მივდივართ…
და ვფიქრობ, იმაზე ვიზრუნებთ, რომ ყველაფერს იღებდეთ, რაც გჭირდებათ. და მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც შეხვედრას გავმართავთ, რათა ნატო-ში თქვენი ოფიციალური გაწევრიანება აღვნიშნოთ”, - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ძალიან დიდი სამუშაო გააკეთა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
“თქვენთვის ცუდი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არსად მივდივართ. ჩვენთან ჩარჩით. ჩვენ არსად არ მივდივართ”, - განაცხადა ბაიდენმა.
0
0