04/05/2023
16:36
მსოფლიო
კრემლზე თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდებებს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ, კრემლის პრესსპიკერის განცხადებას, რომ უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმის უკან აშშ დგას, სასაცილო უწოდა.
„ჩვენ უკრაინელებს არ ვკარნახობთ, როგორ დაიცვან თავი. ჩვენ არავინ წაგვიხალისებია უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმის განხორციელებაში. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა მოხდა. ახლა ამის შეფასება ხდება. შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ამაში აშშ-ის მონაწილეობა არ ყოფილა. რაც იყო, ჩვენ არ გვეხებოდა. ჩვენ არაფერი გვქონდა ამ საქმესთან საერთო. აშკარაა, რომ პესკოვი იტყუება“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 3 მაისს განაცხადეს, რომ კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმა სცადა.
დღეს კი, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას.
0
0