
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ნატო დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა.
„ჩვენ დღეს ასევე ვსაუბრობთ რუსულ აგრესიასა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო. ნატო დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, „საქართველოსა და ქართველ ხალხსაც ძალიან კარგად ესმით, უკრაინა იცავს საკუთარ თავს და წესრიგს და ალიანსის წევრები მხარს უჭერენ ამას“.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025