24/02/2023
16:11
პოლიტიკა
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩა PIA.GE-სთან საუბარში განმარტავს, რატომ არ ესწრებიან მისი პარტიის წევრები დღეს, 24 თებერვალს რუსთაველზე დაგეგმილ უკრაინის მხარდამჭერ აქციას.
„ჩვენ ზოგადად არ ვესწრებით აქციებს, რომლის ორგანიზატორებმაც არ იციან, ხალხს რაზე ეპატიჟებიან ზუსტად და რა არის გაგრძელება. ზოგადად, აქციებზე ისე დაძახება, რომ მე ადგილი „დავიბეო“ სადღაც და მერე ხალხს თუ უნდა, შემომიერთდეს, ჩვენ არ გვგონია წარმატებული“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ („სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“) სამოქალაქო „ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობის“ დაწყება და უკრაინის მხარდამჭერი აქცია დააანონსა, რომელიც 24 თებერვალს, 19:00 საათზე, რუსთაველზეა დაგეგმილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლის თავთან დაკავშირებით.
0
0