03/12/2021
10:42
პოლიტიკა
"მე მინდა დავაფიქსირო ნებისმიერი აზრის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით თუ ეს აზრი, თუნდაც კრიტიკა, თუნდაც მწვავე კრიტიკა, რიგ შემთხვევებში მომდინარეობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, მაგრამ ჩვენ არ ვართ ვალდებულები, რომ ასი მოსაზრებიდან ასივეს დავეთანხმოთ და საერთოდ ამის სტატისტიკა ვაწარმოოთ".- ამბობს მამუკა მდინარაძე.
მისი თქმით, გაუგებარია, რატომაა მაღალი საარჩევნო ბარიერი საქართველოსთვის ცუდი, როცა ის კარგადაა მიჩნეული ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში.
„უნდა შევთანხმდეთ, რაშიც ობიექტურად დავეთანხმებით, იმაზე ობიექტურადვე ვიტყვით, რომ ამაში ვეთანხმებით, მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც რაშიც არ ვეთანხმებით ისიც მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამასაც კი რაღაც საფუძველი აქვს. მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, არგუმენტების მიხედვით, რა ხდება ევროპაში, რატომ არის საქართველოში ცუდი ის, რაც ევროპის ნახევარზე მეტ ქვეყნებში არის კარგი?!", - განაცხადა მდინარაძემ.
0
0