
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, ვაშინგტონი არ მონაწილეობდა ხუთშაბათს გვიან ღამით ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ თავდასხმაში.
„ღამით, ისრაელმა ცალმხრივი ქმედება განახორციელა ირანის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის დაბომბვაში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა. ისრაელმა გვაცნობა, რომ მათი აზრით, ეს ქმედება თავდაცვისთვის აუცილებელი იყო. მოვუწოდებთ თეირანს, რომ არ შეეხოს ამერიკულ ინტერესებს ახლო აღმოსავლეთში“, - განაცხადა რუბიომ.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების მიზნით, საჰაერო დარტყმები განახორციელეს მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ,,მისია ახლა იწყება’’.
13 ივნისს, ადგილობრივი დროით, გამთენიისას, ირანის დედაქალაქში რამდენიმე ობიექტი დაიბომბა, თუმცა ზუსტი ზარალი და დაღუპულთა რაოდენობა ჯერ არ არის ცნობილი.
0
0