
ჩვენ არ ვაპირებთ მათთან შეხვედრას, - ამგვარად უპასუხა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ კითხვას, აღიარებს თუ არა იგი საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას.
ოპოზიციასთან და სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტარმა ისაუბრა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
„ევროპარლამენტში 28 ნოემბერს მივიღეთ რეზოლუცია, რომელშიც გავეცით რეკომენდაცია აღნიშნული პარლამენტის არაღიარების შესახებ. ამის მიზეზი გახლავთ საარჩევნო პროცესში მომხდარი დარღვევები. ეს არჩევნები საერთოდ არ იყო სამართლიანი“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
კითხვაზე, აღიარებს თუ არა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, უიკნევიჩიენემ უპასუხა:
„ჩვენ არ ვაპირებთ მათთან შეხვედრას.
მე უკვე რამდენჯერმე გითხარით, ჩვენ გვაქვს მანდატი. 445-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი რეზოლუციას, სადაც ნათქვამია ყველაფერი, თუ რას ვფქრობთ ამ არჩევნებზე და ამ პარლამენტის სტატუსზე“.
0
0
ფრიდრიხ მერცი: რუსეთი ევროპული ქვეყანაა
15/01/2026