ჩვენ არ ვაგზავნით უკრაინაში მხოლოდ ჩვენს ლოცვებს, ვაგზავნით იარაღს, საბრძოლო მასალებს, გავაგზავნით ჯავშანმანქანებსაც - ავსტრალიის პრემიერი
01/04/2022
10:30
მსოფლიო
A-
+A
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონი განცხადებით, ავსტრალია უკრაინაში Bushmaster-ის ჯავშანტექნიკას გაგზავნის.
”ჩვენ არ ვაგზავნით უკრაინაში მხოლოდ ჩვენს ლოცვებს, ჩვენ ვაგზავნით ჩვენს იარაღს, ვაგზავნით ჩვენს საბრძოლო მასალას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჯავშან ჟილეტებს. გავაგზავნით ჩვენს ჯავშანმანქანებს, ჩვენს Bushmaster-საც“, - განაცხადა მორისონმა.
მისი თქმით, ჯავშანმანქანებს უკრაინაში Boeing C-17 სატრანსპორტო თვითმფრინავებით გადააგზავნიან. ამასთან, ავსტრალიის პრემიერმა არ დააკონკრეტა, რამდენი ჯავშანმანქანა გაიგზავნება, ან როდის.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს ავსტრალიის პარლამენტს მიმართა და ავსტრალიური წარმოების Bushmaster-ის მანქანების მიწოდება ითხოვა.
0
0
355
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%