
ჩვენ არ უნდა დავტოვოთ 9 აპრილი მხოლოდ გლოვის დღედ. ეს უნდა იყოს ამავე დროს სახელმწიფოებრიობის აღდგინების დღეც. და თუ 26 მაისი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რატომ არ შეიძლება, რომ 9 აპრილს ვიზეიმოთ სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღე? - ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა და პირველი პრეზიდენტის შვილმა განმარტა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების გადაწყვეტილება გასაიდუმლოებული იყო, რადგან შესაძლებელი იყო სერიოზული პროვოკაცია, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება ჩაეშალათ.
მან ასევე დეტალურად ისაუბრა იმ ისტორიულ პროცესებზე, რომლებიც აპრილის მოვლენებს უძღოდა წინ და აღნიშნა, რომ 9 აპრილმა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ისტორია შეცვალა.
„9 აპრილს იყო ღამე, რომელმაც ფაქტობრივად აღმოსავლეთ ევროპის ისტორია შეცვალა და 9 აპრილს გაიწირნენ ადამიანები, რომლებიც იმ ღამეს იქ დარჩნენ. სწორედ მათი ხსოვნის სადიდებლად გადაწყდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადებულიყო სწორედ ამ დღეს და ამით ფაქტობრივად ითქვა, რომ ორ 9 აპრილს შორის პირდაპირი კავშირია - ის, რაც მოხდა მაშინ, დაგვირგვინდა სახელმწიფოებრიობის აღდგომით“, - განაცხადა გამსახურდიამ.
0
0