
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირი არ უნდა ჩაერიოს ამერიკელი ხალხის არჩევანში, თუნდაც თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვით კანდიდატების მიმართ, რადგან ამერიკელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ სურთ იყოს თეთრ სახლში.
,,ამერიკელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ სურთ იყოს თეთრ სახლში. აშკარაა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავება იქნება ტრანსატლანტიკურ ურთიერთოებში იმის გათვალიწინებით, ვინ იქნება არჩეული. მაგრამ ეს ამერიკის მოაქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, არ მინდა ჩავერიო, ჩვენი როლი არ არის ვუკარნახოთ რა უნდა გააკეთონ და არ უნდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება კანდიდატების მიმართ, ვინ სჯობს და ვინ არა", - ამბობს ბორელი.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ბაიდენმა სოციალური მედიით გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნულის შესახებ იტყობინება. ბაიდენი მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026