16/11/2022
08:12
მსოფლიო
"ამჟამად, ჩვენ არ გვაქვს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ანჯეი დუდას თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე აფეთქება ერთჯერადი ინციდენტი იყო და არ არსებობს მინიშნებები, რომ ეს კვლავ განმეორდება.
ამასთან, პრეზიდენტი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების რაკეტა, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, ვინ გაუშვა რაკეტა.
„ყველა ლიდერმა, ვისაც დღეს ვესაუბრე, დამარწმუნა, რომ მოკავშირეები მხარს გვიჭერენ ნატო-ს მე-5 მუხლის ყველა დებულების დაცვით, ჩვენ ერთად განვიხილავთ ამ საკითხს“, - განაცხადა დუდამ.
როგორც ცნობილია, 15 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია პოლონეთი-უკრაინის საზღვართან, სავარაუდოდ, ორი რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი აკვირდება ვითარებას და მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრალდებები უარყოდა გავრცელებულ ინფორმაციას “მიზანმიმართული პროვოკაციაა” ვითარების ესკალაციის მიზნით უწოდა.
0
0