28/04/2025
23:01

ოპოზიციას ქვეყნის შიგნით პრაქტიკული რეალური სასაუბრო არ გააჩნია - არც საგნობრივი კრიტიკის უნარი აქვთ და არც რაიმე კონკრეტული პერსპექტივის დანახვების საშუალება გააჩნიათ, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი "ღამის კურიერის" ეთერში.
მისივე თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად. ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ინდივიდუალური სანქციები მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიმართ ყველანაირი ახსნა-განმარტებების და დასაბუთების გარეშე დაწესდა.
"ჩვენ ახლა ვუყურებთ ოპოზიციას, რომელიც თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია, უცხოეთიდან ვინ რას იტყვის, ვინ რით დააზიანებს საქართველოს - ამის მოლოდინში არიან, ამ თემით არიან დაკავებული იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით პრაქტიკული რეალური სასაუბრო არ გააჩნიათ და არც საგნობრივი კრიტიკის უნარი აქვთ და არც რაიმე კონკრეტული პერსპექტივის დანახვების საშუალება გააჩნიათ იმიტომ, რომ პოლიტიკური ინტელექტისგან ეს ოპოზიცია, სამწუხაროდ, დაცლილია, გასაგები მიზეზის გამო.
რაც შეეხება სანქციების თემას - ის, რომ ინდივიდუალური სანქცია, რომელიც აბსოლუტურად ყოველგვარი სამართლებრივი ახსნა-განმარტების გარეშე, დასაბუთებაზე აღარავინ აღარ საუბრობს, იქნა რამდენიმე პირზე დაწესებული, ეს ძირითადად რომელიღაცა ქვეყანაში შესვლის შეზღუდვას ეხებოდა, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართულები, მათი საგარეო საქმეთა მინისტრები, დამარცხების შემდეგ არჩევნებში, მათ გადაწყვიტეს, რომ ამით ეპასუხათ გამარჯვებული მხარისათვის. ეს კიდევ სხვა დიდი კურიოზია.
ასე რომ, ეს საკითხი "ქართულ ოცნებაში" არ განიხილება, სერიოზულად არც კი შეიძლება ამ საკითხზე საუბარი", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
0
0