
ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ტვ “პირველი” მისი ოჯახის მიმართ აგრესიულ ქმედებაში კიდევ ერთხელ ამხილა და სოციალურ ქსელში დაწერა: “სახლში ნეტავ რატომ გვეჭრებიან?”
ფანჯიკიძემ დაწერა:
,,ჭუტას ბიჭის ზონდერ-ტე-პირველის გურამ დონაძე-ნოდარ-მელაძე ჭურნალისტები ამჯერად სახლში ჩემს შვილს მიდგომიან კრწანისში, სახლში, საღამოს 7:30 საათზე, ირაკლის ვეძებთო. გვაპოვნინეთო.
რა განწირული სულისკვეთება და ძებნაა ღმერთო ჩემო, ქუჩა-ქუჩა რომ მოძებნოთ, აჯობებდა ოღონდ.
სახლში ნეტავ რატომ გვეჭრებიან? იქნებ თინუსასთან ინტერვიუ უნდათ? თინამ მომახსენა სხვათაშორის. თან ძალიან დაინტრიგებული ვარ, უკვე მე თვითონ. მაინტერესებს, რას “იღებენ” ეს უბედურები, მაგრამ სახლში მოდგომის უფლება რომელიმე კანონში წერია?” - დაწერა ნათია ფანჯიკიძემ, თუმცა ამ დროისთვის აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება.
მოგვიანებით კი ახალი პოსტი გამოაქვეყნა და ტვ “პირველის” ჟურნალისტებს მიმართა - “ქართველ ჭურნალისტებს ჰქონიათ კარზე კაკუნის უფლება…ხოდა მაპატიეთ, არ ვიცოდი. მოდით ხოლმე და აკაკუნეთ ნაზდაროვიე”:
“მოკლედ, ჩემი სახლის კარზე კაკუნის შემდეგ უკვე დღეს, საღამოს, ჩემს შვილს, რომ უკაკუნეს სახლში ტვ-"პირველის" დაუპატიჟებელმა ჭურნალისტებმა და თინუსასგან უნდოდათ გაეგოთ, ალასანია თუ ბრუნდება პოლიტიკაში, რატომ ბრუნდება და თუ არ ბრუნდება, რატომ არ ბრუნდება, დავინტერესდი და დავადგინე, რომ თურმე სახლში არ უნდა შემოცვივდნენ, თორემ კანონით ქართველ ჭურნალისტებს ჰქონიათ კარზე კაკუნის უფლება.
ხოდა მაპატიეთ, არ ვიცოდი. მოდით ხოლმე და აკაკუნეთ ნაზდაროვიე… აღარ აღვშფოთდები. კანონმორჩილი ქალი ვარ მე. ჩვენ და თინას ისედაც გვიყვარს ეგ თამაში, ვითომ წითელქუდას ბებია ვარ," წერს ფანჯიკიძე
როგორც ცნობილია, ანალოგიური ინციდენტის შესახებ ნათია ფანჯიკიძემ რამდენიმე თვის წინაც დაწერა, როცა აღნიშნული ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს ჩაწერა სურდა.
0
0