-share.jpg)
“ჭუჭყიანი ფულის ნაწილის გასხვისებით, ან ერთი ნაწილი, ან მეორე სუფთა ხდება” - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"კეზერაშვილის მიერ წილების ნაწილის დათმობის შესახებ
რიტორიკული კითხვით შეიძლება საკითხის ამოწურვა: ჭუჭყიანი ფულის ნაწილის გასხვისებით, ან ერთი ნაწილი, ან მეორე სუფთა ხდება?
ბავშვიც მიხვდება, რომ არა!
რომელი ტერმინი მოეწონება წილების ახალ პატრონებს, უკანონო შემოსავლების ლეგალიზება, თუ ფულის გათეთრება? ჩახედონ განმარტებებს.
ერთი მხრივ უარყოფდე პენსიინერების გაძარცვას, BBC-სთვის ჩივილს აპირებდე და მეორე მხრივ წილებს ასხვისებდე, ორი საპირისპირო რამ არის.
ან არ აღიარებ ბრალს და აწვები ბოლომდე, ან წილებს ასხვისებ, რეალურად ან ფორმალურად, რითაც აღიარებ, რომ უკანონო, თაღლითური და ჭუჭყიანი ფულია.
"სასაცილო" ისაა, რომ ამ ჭუჭყიანი ფულით შეძენილი წილების გადაცემა მოითხოვეს და მისი ნაწილის გადაფორმებას დათანხმდებიან.
კიდევ უფრო სასაცილო ისაა, რომ საკუთარი ქვეყნის ბიზნესმენების ძალადობრივი გზით მითვისებულმა სიმდიდრემ და საკუთარი ჯარის ნაძარცვმა ფულმა ხელი არ დაუსვარათ და ევროპელი პენსიონერების გაძარცული დანაზოგები ყელზე დაადგათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბი-ბი-სიმ ამხილა, თორემ ჩვენი აზრი მაგათ ჰკიდიათ.
არსებული წილის ნახევარს რომ ასხვისებს, რომელი ნახევარია, ევროპელი პენსიონერების, თუ საქართველოში უკანონო გზით მოპოვებული სიმდიდრის?
წილების 100%-ში ერთი პროცენტიც რომ იყოს ჭუჭყიანი, მთლიან ქონებას სვრის.
ჭუჭყიანი, ანუ უკანონო, თაღლითური გზით, იარაღის, ნარკოტიკების, ადამიანების ვაჭრობით მოპოვებული სიმდიდრის წილების სხვაზე გადაფორმება მისი გათეთრების მცდელობაა.
გათეთრების ასეთი დემონსტრაციაც იშვიათობაა. უტიფრობის დოღია." - წერს სალუქვაძე.
0
0