04/12/2024
12:09
სამართალი
სენაკში ,ნაროუშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელოსთან დაკავშირებით, "სფეის ნიუსისვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი .
როგორც ირკვევა, მოკლულია 45 წლის ქალი.
მას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით ქმარმა მიაყენა.
"საშინელი ტრაგედია დატრიალდა...
ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა, ქალი ადგილზე დაიღუპა. სხვა დეტალები არ ვიცით"-აცხადებენ ადგილობრივები.
მათივე ცნობით , სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი, შუა ხნის კაცი, ცხელ კვალზე დააკავეს.
ფაქტზე დაწყებულია გაოძიება.
მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
45 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობები ქმარმა ცივი იარაღით მიაყენა.
ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს .
0
0