
Wall Street Journal-ის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) ვლადიმერ ზელენსკის მოსთხოვა გაეუქმებინა ,,ჩრდილოეთის ნაკადის’’ აფეთქების გეგმა, რაზეც ის დათანხმდა, თუმცა უკრაინელი გენერალი ვალერი ზალუჟნი მის ბრძანებას არ დაემორჩილა.
„CIA-მ ზელენსკის ოფისს ოპერაციის შეწყვეტა მოსთხოვა. ვაშინგტონისგან მითითებების მიღების შემდეგ, ზელენსკიმ გენერალ ზალუჟნის შესაბამისი ბრძანება მისცა, მაგრამ ის არ დაემორჩილა ბრძანებას და მისმა გუნდმა თავდაპირველი გეგმა შეცვალა. ,,ჩრდილოეთის ნაკადის’’ გაზსადენის დაზიანების გეგმა თავდაპირველად ზელენსკიმ რამდენიმე დღეში დაამტკიცა და ოპერაციის შესახებ ყველა ბრძანება სიტყვიერად გასცა, რათა რაიმე მტკიცებულება არ დარჩენილიყო“, - წერს გაზეთი ამერიკულ, უკრაინულ და ევროპულ წყაროებზე დაყრდნობით.
0
0