08/03/2022
20:40
მსოფლიო
ორშაბათს, იაპონიის მრჩეველთა პალატაში გამართულ საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ, ჩრდილოეთ ტერიტორიებზე მთავრობის პოზიციის შესახებ ისაუბრა. მისი მტკიცებით, ჩრდილოეთ ტერიტორიები იაპონიის „განუყოფელი ნაწილი და მისი სუვერენული ტერიტორიაა. ორივე ტერმინი იაპონიის პოზიციას გამოხატავს.”
”ამ ორ ფრაზას ერთმანეთისგან არასოდეს ვანსხვავებდი”, - თქვა კიშიდამ.
იაპონიასა და რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები სწორედ ჩრდილოეთ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე წერია, რომ „ჩრდილოეთ ტერიტორიები იაპონიის განუყოფელი ნაწილია“.
თუმცა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს, კაბინეტმა, რუსეთის პროვოცირების თავიდან ასაცილებლად და სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებში პროგრესის მისაღწევად, ამ ტერმინის გამოყენებისგან თავი შეიკავა.
„მთავრობის წარმომადგენლები გამოთქმას - „სუვერენული ტერიტორია“ - ხშირად იყენებდნენ დებატების დროს“, - თქვა მთავრობასთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირმა. კიშიდა კი ტერმინს პირდაპირ „განუყოფელ ტერიტორიად“ მოიხსენიებს, როგორც ჩანს, მისი აზრით, აღარ არის საჭირო რუსეთის ინტერესების გათავლისწინება.
0
0