
ჩინური კომპანიის, Fujian Tianrun Yongshun Supply Chain-ის ხელმძღვანელი, საზღვარგარეთ ჩინური მრეწველობის განვითარების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი უ კეგუანი ჩრდილოეთ ოსეთში ჩინური ავტომობილების წარმოების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
როგორც ტელეგრამ-არხზე ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერმა სერგეი მენიალომ განაცხადა, ჩრდილოეთ ოსეთი ინვესტორებს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატით იზიდავს.
„ახალ იდეებს და წინადადებებს ყოველთვის მხარს ვუჭერთ. ჩვენს რეგიონში ინვესტიციები ყოველწლიურად იზრდება. ეს ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, ბიუჯეტში დამატებითი გადასახადი შედის, რეგიონს შესაძლებლობა ექნება, რომ სუბიექტების რეიტინგში ახალ პოზიციებზე ავიდეს“ - განაცხადა მენიალომ.
მენიალომ განაცხადა, რომ ჩინურ კორპორაციასთან თანამშრომლობისთვის აუცილებელია დეტალების შეთანხმება.
რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი ე.,წ. სამხრეთ ოსეთში ელექტრომობილების წარმოებას გეგმავს.
0
0