
ჩრდილოეთ კორეამ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები და აღნიშნეს, რომ ის „მტრულ“ ხასიათს ატარებს.
როგორც „როიტერი“ წერს, ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ სანქციებს შესაბამისად უპასუხებენ.
„არაფერია იმაზე უფრო სულელური, ვიდრე ახალი შედეგის მოლოდინი, როცა მიჰყვები წარუმატებელი წარსულის ძველ სცენარს. ამერიკამ უნდა გააცნობიეროს, რომ არსებული სტრატეგიული მდგომარეობის მათ სასარგებლოდ შეცვლის შესაძლებლობა ნულზე ნაკლებია. ვიდრე აშშ-ის მიმდინარე ადმინისტრაცია გამოხატავს პოზიციას, რომ ბოლომდე მტრულად იყოს განწყობილი ჩვენ მიმართ, ჩვენც შესაბამისად ვუპასუხებთ“, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელიც აშშ-სთან ურთიერთობაზე არის პასუხისმგებელი.
ცნობისთვის, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რვა ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს, რომლებიც, მათი თქმით, ჩართულნი იყვნენ ჩრდილოეთ კორეის კიბერდანაშაულთან დაკავშირებული ფულის გათეთრების სხვადასხვა სქემაში.
ამასთან, დონალდ ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ მზადაა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდეს.
0
0
გარდაიცვალა კინომცოდნე გიორგი დოლიძე
06/11/2025