28/03/2024
23:59
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციების განახლებას რუსეთმა ვეტო დაადო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 13 წევრმა სანქციების განახლებას მხარი დაუჭირა, ჩინეთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
„მოსკოვმა ძირი გამოუთხარა მსოფლიოში ბირთვული იარაღის გავრცელების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკითხის მშვიდობიანი, დიპლომატიური გადაწყვეტის პერსპექტივას“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილემ რობერტ ვუდმა.
ჩრდილოეთ კორეა 2006 წლიდან ექვემდებარება გაერო-ს სანქციებს ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამებისთვის და ეს ზომები წლების განმავლობაში გაძლიერდა. გაერო-ს სანქციები დაწესებულია განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ რუსეთმა ვეტო დაადო სანქციების ყოველწლიურად განახლების შესახებ მოთხოვნას. როგორც „როიტერი“ წერს, ბოლო 15 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი ექსპერტთა პანელი აკვირდებოდა გაერო-ს სანქციებს და წელიწადში ორჯერ წარუდგენდა ხოლმე ანგარიშს უშიშროების საბჭოს.
0
0