06/09/2023
11:01
მსოფლიო
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა საერთაშორისო საზოგადოებაში „ფასს გადაიხდის“, თუ ის რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად იარაღს მიაწვდის.
„მოსკოვსა და ფხენიანს შორის დისკუსიები აქტიურად მიიწევს წინ, რასაც რუსები გაზრდილი ინტენსივობით ამჟღავნებენ კიდეც. რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ჩრდილოეთ კორეაზე კარგად არ აისახება და მას ამისთვის ფასის გადახდა მოუწევს საერთაშორისო საზოგადოებაში", - განაცხადა სალივანმა პრესკონფერენციაზე.
მანამდე კი კრემლმა განაცხადა, რომ მას "არაფერი აქვს სათქმელი" აშშ-ის ოფიციალური პირების კომენტარებთან დაკავშირებით, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში გამგზავრებას აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, შესაძლოა, სექტემბრის ბოლოს რუსეთში შეხვდეს და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდებისა და სამხედრო თანამშრომლობის სხვა საკითხები განიხილონ.
0
0