
სამხრეთ კორეის სამხედრო პირების განცხადებით, ისინი იკვლევენ მიაწოდა თუ არა ჩრდილოეთ კორეამ „ჰამასს“ იარაღი, რომელიც ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელზე თავდასხმისას გამოიყენა.
„ვეძებთ მტკიცებულებებს, ახორციელებს თუ არა ჩრდილოეთ კორეა სხვადასხვა იარაღის ექსპორტს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და მებრძოლ დაჯგუფებებს შორის. ასევე ხელახლა ვიძიებთ ისრაელის საზღვართან ჩრდილოეთ კორეული წარმოების 122 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების [ახლახანს] აღმოჩენის საკითხს. აღნიშნულ საბრძოლო მასალას, სავარაუდოდ, „ჰამასის“ აქტიური მხარდამჭერი ბოევიკები ან „ჰამასის“ შვილობილი ბოევიკები იყენებენ.
„ჰამასის“ ტაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს ისრაელში მოტორიზებული პარაპლანებით შეჭრას, შესაძლოა ჩრდილოეთ კორეაში შემუშავდა, რაც მიუთითებს, რომ რეჟიმი, პარაპლანების გამოყენებით, ისრაელის საჰაერო სივრცეში შეღწევისთვის წვრთნებს ააქტიურებს“, - განაცხადა სამხედრო ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე.
0
0