10/10/2022
10:55
მსოფლიო
როგორც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მაუწყებელმა KCNA-მ განაცხადა, იმიტირებული ბირთვული ქობინის მქონე ბალისტიკური რაკეტების უკანასკნელი გაშვება უშუალოდ ლიდერ კიმ ჩენ ინის მიერ კონტროლირებულ "ტაქტიკურ ბირთვულ" წვრთნებს წარმოადგენდა და ეს იყო ჩრდილოეთ კორეის პასუხი აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივ საზღვაო წვრთნებთან დაკავშირებით.
ჩრდილოეთ კორეამ ორ კვირის ფარგლებში მეშვიდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
იმიტირებული ბირთვული გამოცდების სამიზნე სამხრეთ კორეაში სამხედრო-სამეთაურო ობიექტები, მთავარი პორტები და აეროპორტები იყო.
”ჩვენი ბირთვული საბრძოლო ძალების ეფექტურობა და პრაქტიკული საბრძოლო შესაძლებლობები სრულად არის დემონსტრირებული; ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან გავანადგუროთ სამიზნეები.
მიუხედავად იმისა, რომ მტერი აგრძელებს დიალოგსა და მოლაპარაკებებზე საუბარს, ჩვენ მასთან არც სალაპარაკო გვაქვს და არც ამის აუცილებლობას ვგრძნობთ“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
0
0