
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომში "რუსეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის" და დასავლეთის დასუსტების მცდელობისთვის დადებითად შეაფასა.
27 ივლისს, ჩინეთის ოფიციალური პირები და რუსეთის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით, რუსეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ, რათა კიმ ჩენ ინთან ერთად განეხილათ ქვეყნის ბირთვული რაკეტებისა და "ორმხრივი შეშფოთების საკითხები".
ერთ-ერთმა ექსპერტმა, სეულის ეჰას უნივერსიტეტის პროფესორმა ლეიფ-ერიკ ისლიმ განაცხადა, რომ ჩინეთის ყოფნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას გლობალურ უსაფრთხოებას.
„ჩრდილოეთ კორეის ატომური რაკეტების აღლუმზე ჩინეთის წარმომადგენლობა სერიოზულ კითხვებს აჩენს იმის შესახებ, რომ პეკინი საშუალებას აძლევს ფხენიანს საფრთხე შეუქმნას გლობალურ უსაფრთხოებას.
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს უკრაინაში მიმდინარე უკანონო ომისთვის საბრძოლო მასალა სჭირდება, ხოლო კიმ ჩენ ინი მზადყოფნაშია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს პირადად დაათვალიერებინოს ჩრდილოეთ კორეის იარაღის გამოფენა, გაეროს წევრი ქვეყნები უფრო ფხიზლად უნდა იყვნენ სანქციების დარღვევებზე დაკვირვებისა და შესაბამისი სადამსჯელო ზომების მიღების თვალსაზრისით“, - თქვა ლეიფ-ერიკ ისლიმ.
ჩრდილოეთ კორეის მედია KCNA-ს მიერ გამოქვეყნებულ წერილში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთთან ჩრდილოეთ კორეის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დასავლური ჰეგემონიისთვის ძირის გამოთხრას.
”კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სპეცოპერაციისადმი და მისი სოლიდარობა რუსეთთან საკვანძო საერთაშორისო საკითხებში, ხაზს უსვამს ჩვენს საერთო ინტერესებს და გადაწყვეტილებას, დავუპირისპირდეთ დასავლური ჯგუფის პოლიტიკას. აღნიშნული პოლიტიკა აფერხებს ჭეშმარიტად მრავალპოლარული და სამართლიანი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების უპირატესობის განუყოფელობაზე და სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემაზე“, - ნათქვამია წერილში.
0
0