08/11/2022
11:12
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას უარყოფს.
როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს "მნიშვნელოვანი" რაოდენობის საარტილერიო ჭურვებს ფარულად აწვდის.
ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრალდებებს "ჭორები" უწოდა და განაცხადა, რომ ფხენიანს "არასდროს ჰქონია რუსეთთან "იარაღზე გარიგება" და "ამას არც მომავალში გეგმავს".
„ჩვენ აშშ-ის ასეთ ნაბიჯებს მის მტრულ მცდელობად მივიჩნევთ - შელახოს ჩრდილოეთ კორეის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გამოყენებით, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უკანონო სანქციებს გულისხმობს“, - თქვა ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ეს განცხადება ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ (KCNA) გაავრცელა.
0
0