„შიმშილი გარდაუვალია ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც მოსახლეობის 70% უკვე განიცდის შიმშილის კატასტროფულ დონეს. ღაზას სექტორში მცხოვრებ 2,2 მილიონ ადამიანს არ აქვს საკმარის საკვებზე წვდომა, მოსახლეობის ნახევარი კატასტროფული შიმშილის საფრთხის წინაშეა. კვების უსაფრთხოების ფაზების ინტეგრირებული კლასიფიკაციის (IPC) მონაცემებით, შიმშილი სავარაუდო პერიოდის განმავლობაში - 2024 წლის მარტის შუა რიცხვებიდან 2024 წლის მაისამდე გაგრძელდება,“ - ნათქვამია გაეროს მხარდაჭერით გამოქვეყნებულ ანგარიშში.
„ჰუმანიტარული კრიზისი ისრაელის მიერ მთლიანად ხელოვნურად არის შექმნილი ღაზასთვის დახმარების შეზღუდვისა და მისი სრულად განადგურების მიზნით. შიმშილი გაგრძელდება, თუ საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ არ შეწყდება და ღაზას სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებაზე სრული ხელმისაწვდომობა არ იქნება უზრუნველყოფილი,“ - ნათქვამია ანგარიშში.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩრდილოეთ ღაზაში, შიმშილისა და ორგანიზმის გაუწყლოების შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ჩვილები, დაიღუპა. ხალხი ბალახს, ცხოველების საკვებს იღებს და დაბინძურებულ წყალს სვამს.
0
0