
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩოჩხათში, სამანქანე ხიდის ნაწილი ჩაინგრა.
ჩოჩხათში შემავალი ორი სოფელი - ხორეთი და კოკათი, დაახლოებით 150 ოჯახით, გარე სამყაროს მოწყვეტილია. ამის შესახებ ინფორმაცია "სფეისნიუსს" დაუდასტურა მერის წარმომადგენელმა სოფელ ჩოჩხათში, რევაზ ფაცურიამ.
ძლიერი წვიმისა და უამინდობის შედეგად მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა ლანჩხუთში, ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში.
,,ოდილაურში კატასტროფაა. ზვავმა წაიღო მამუკა ნაკაიძის სახლი. უმძიმესი მდგომარეობაა ჩაკეტილები ვართ,”-ამბობენ ადგილობრივები.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად სახლში მყოფი ადამიანები ცოცხლები და უვნებლობის გადარჩნენ.
,,საბედნიეროდ, მოასწრეს გამოსვლა”. მომხდარს ოჯახიც ადასტურებს.
,,სახლი მთლიანად წაიღო. ღამის ოთხი საათი იქნებოდა სახლის ჭრიალმა გამოგვაღვიძა. საჩქაროდ დავტოვეთ სახლი და ნახევარ საათში აქედან მთლიანად წაიღო მეწყერმა”.
როგორც ცნობილია, სტიქიას გურიაში მსხვერპლი მოყვა:
“სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები,” - შინაგან საქმეთა სამინისტრო, გურიაში სტიქიის შესახებ განცხადებას ავრცელებს:
0
0