10/03/2022
11:52
მსოფლიო
FT აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ კომპანიებს რუსეთში მუშაობაზე პოლიტიკური მიზეზებით უარი არ უთქვამთ, როგორც ეს დასავლურმა კომპანიებმა გააკეთეს, სანქციების შედეგად დაზარალებული ეკონომიკა და რუბლის გაუფასურება ჩინური კომპანიების მუშაობაზეც აისახა.
FT წერს, რომ დოლართან მიმართებით რუბლის 35%-იანმა გაუფასურებამ ჩინურ კომპანიებს დანაკარგების გარეშე პროდუქციის გაყიდვა გაურთულა. საჭირო ხდება რუსი მომხმარებლებისთვის რუბლში ფასის გაზრდა, რათა გაცვლითი კურსის სხვაობა ამოღებული იყოს, მაგრამ ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა ფასების ზრდას ართულებს.
Counterpoint Research ანალიტიკოსი ივან ლამი აღნიშნავს, რომ ზარალის თავიდან ასარიდებლად ყოველდღიურად ახალი ფასის დაწესებაა საჭირო. Huawei-ს ერთ-ერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის შეფასებით კი ამჟამად რუსეთში მუშაობა კომპანიისთვის ძალიან სარისკოა.
რუსეთში მობილური ტელეფონების ბაზრის თითქმის 60%-ს ჩინური კომპანიები იკავებს.
0
0