01/08/2023
11:50
პოლიტიკა
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არ მოეწონათ მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს. მხოლოდ მათ. არავის სხვას ნეგატიური განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„მხოლოდ ქვეყნის არაკეთილმოსურნე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა შეაფასეს უარყოფითად ამ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება. აქაც მიზეზი, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია. მიზეზი არის ის, რომ მათ არ უხარიათ არაფერი რაც უკავშირდება ქვეყნის წინსვლას, ქვეყნის წარმატებას, ეკონომიკის მიმართულებით, პოლიტიკური კუთხით თუ ა.შ. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მხოლოდ „ნაციონალები“ საუბრობენ ასე და ასევე ათასი ფეიკი გავრცელდა, რომ თითქოს ჩინეთთან პარტნიორობა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესს. მე შეგახსენებთ, რომ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელთაც აქვთ დამყარებული სტრატეგიული ურთიერთობა ჩინეთთან. ასეთი ფეიკებით ცდილობენ, რომ რამენაირად უარყოფითი აღქმა ჩამოაყალიბონ საზოგადოებაში სახელმწიფოსთან დაკავშირებით, რაც უბრალოდ არ გაუვათ იმიტომ, რომ არ შეიძლება ტყუილებით ფონს გახვიდე“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.
0
0