საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის მწარმოებელმა ჩინურმა კომპანიამ TCL ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პირველი რომანტიკული კომედიის გამოშვება დააანონსა. მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახელწოდებაა „შემდეგი გაჩერება - პარიზი“.
YouTube-ზე უკვე გამოჩნდა ფილმის თრეილერი. სოციალურ ქსელებში ამბობენ, რომ კადრები საშინლად გამოიყურება - განსაკუთრებით პერსონაჟების მიმიკა, რადგან სახეები არარეალისტურია.
ფილმის სცენარი ასევე ნეიროქსელის მიერ არის შექმნილი, თუმცა პერსონაჟებს რეალური მსახიობები ახმოვანებენ. სურათი გვიყვება გოგონაზე, რომელიც საქმრომ ქორწილის დღეს მიატოვა, თუმცა პატარძალი მაინც გადაწყვეტს თაფლობის თვის პარიზში გატარებას, სადაც მატარებელში იდუმალ კაცს შეხვდება.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფილმი უფრო მარკეტინგული სვლაა, ვიდრე სერიოზული რელიზი. სურათი სტრიმინგ-სერვისზე TCLtv+ ზაფხულში გამოვა. ამ პლატფორმის ამუშავების შესახებ კომპანიამ ფილმის ანონსთან ერთად განაცხადა.
0
0