-share.jpg)
ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო დრონი წარმატებით გამოცადეს. დრონს, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Sichuan Tengden Sci-tech Innovation Co-ს შექმნილია, ორი ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლია.
დრონმა პირველი ფრენა, რომელიც დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა, სიჩუანის პროვინციაში შეასრულა. დრონის ფრთების სიგრძე 16.1 მეტრი, ხოლო სიმაღლე 4.6 მეტრია. შედარებისთვის, ეს დრონი ოდნავ აღემატება ყველაზე პოპულარულ მსუბუქ თვითმფრინავს, Cessna 172-ს.
ჩინეთმა დრონების დახმარებით სხვადასხვა კომერციული გადაზიდვები უკვე დაიწყო. მაგალითად, მიმდინარე წლის მაისში Phoenix Wings-მა, რომელიც გადაზიდვების სერვისის გიგანტის SF Express-ის ნაწილია, ჰაინანის კუნძულიდან გუანდონგის პროვინციაში ხილის მიწოდება Fengzhou-90 ტიპის თვითმფრინავების გამოყენებით დაიწყო.
ჩინეთის ინდუსტრიის წყაროების თქმით, სატვირთო დრონების მეშვეობით ტრანსპორტირების ხარჯებიც და დრო დაიკლებს. ამასთანავე, სხვადასხვა რესურსების მიწოდება უფრო გამარტივდება ისეთ მიუვალ ადგილებში, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვეულებრივი საავიაციო სივრცეები.
0
0