21/11/2022
11:59
მსოფლიო
Reuters-ის ინფორმაციით, პეკინის რამდენიმე რაიონის სკოლები დღეიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ მას შემდეგ, ზოგადად ქვეყანაში, კოვიდინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
პეკინში, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 1000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული, რაც გასული წლის მაისის ბოლოდან კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
ჩინეთი ებრძვის კოვიდ 19-ით ინფიცირების მრავალრიცხოვან შემთხვევებს ხენანის პროვინციის ქალაქ ჯენჯოუდან სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჩუნცინიმდე. ქვეყანაში კვირას კოვიდინფიცირების 26 824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აპრილის პიკს უახლოვდება, წერს Reuters-ი.
სამხრეთ ქალაქ გუანჯოუში, სადაც თითქმის 19 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბაიუნის რაიონში ხუთდღიანი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა.
0
0