21/12/2022
10:57
მსოფლიო
შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ჩინეთს შეუძლია გაუმკლავდეს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდას, რადგან შემთხვევების რაოდენობა შემაშფოთებელია მთელი მსოფლიოსთვის ჩინეთის ეკონომიკის სიდიდის გამო, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.
„ვირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შემაშფოთებელია დანარჩენი მსოფლიოსთვის, ჩინეთის მშპ-ს ზომის გათვალისწინებით, ჩინეთის ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით“, - აღნიშნა პრაისმა.
პრაისის თქმით, ნებისმიერ დროს, როცა ვირუსი ვრცელდება, მისი მუტაციის საშიშროება მთელ მსოფლიოში იზრდება.
„ჩვენ ამ ვირუსის ბევრი მუტაცია ვნახეთ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ასე ფოკუსირებულები ვართ, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანას დავეხმაროთ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
0
0