26/10/2021
16:15
მსოფლიო
ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) აცნობა, რომ მიმდინარე წელს ფრინველის გრიპის H5N6 ქვეტიპით 21 ადამიანი დაინფიცირდა, გასულ წელს კი მხოლოდ 5 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელთან შედარებით, H7N9-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით დაბალია, ინფექციები სერიოზულია - ბევრი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, სულ მცირე, 6 ადამიანი გარდაიცვალა.
"წელს ჩინეთში ადამიანთა ინფიცირების შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია. ეს არის ვირუსი, რომელიც იწვევს მაღალ სიკვდილიანობას", - თქვა როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის შედარებითი პათოლოგიის პროფესორმა, ტიის კუიკენმა.
ჯანმოს ინფორმაციით, ინფიცირებულთა უმეტესობას შეხება ჰქონდა შინაურ ფრინველთან და ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის დადასტურებული შემთხვევები ჯერჯერობით არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ამ ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიებას გეგმავს, რაც მას ადამიანებზე ფრინველის გრიპის გავრცელების რისკების აღმოჩენაშიდაეხმარება.
0
0