
ჩინეთი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.
გუო ჯიაკუნი აღნიშნავს, რომ საბჭოს წევრობაზე ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუმცა სერიოზული ეჭვები აქვთ.
„საერთაშორისო ვითარების ცვლილების მიუხედავად, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს გაერო-ზე ორიენტირებულ საერთაშორისო სისტემას“, -აღნიშნა ჯიაკუნმა.
„ბიბისი“ წერს, რომ ჩინეთში არ უნდათ, იყვნენ აშშ-ის მიერ შექმნილი საბჭოს წევრი. მედიის ცნობით, აღნიშნულის მიზეზია ის, რომ ჩინეთს არ სურს, ჩვეულებრივი წევრი ქვეყნის აღქმა იყოს პეკინის მიმართ და საბოლოო სიტყვა მხოლოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ეკუთვნოდეს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას 20-მდე ქვეყნის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიალი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, დავოსში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლები – საუდის არაბეთიდან, კატარიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, არგენტინიდან, პარაგვაიდან, ასევე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
0
0