19/11/2024
10:42
მსოფლიო
ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში, ჰუნანის პროვინციაში, დაწყებითი სკოლის შენობის წინ, ავტომობილი ხალხში შევარდა. სახელმწიფო მედიის ცნობით, რამდენიმე სტუდენტი და ზრდასრული დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსხვერპლის შესახებ დეტალები ჯერ არ ვრცელდება.
ავტომობილის მძღოლი მშობლებმა და სკოლის დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს.
როგორც BBC-ი წერს, ჩინეთში, ერთი კვირის განმავლობაში, ეს მესამე თავდასხმაა ხალხზე, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ შეშფოთება გამოიწვია.
მსგავს თავდასხმებს ინტერნეტში დისკუსიები მოჰყვა „საზოგადოების მიმართ შურისძიების“ სოციალური ფენომენის შესახებ, როდესაც ინდივიდები პირადი პრობლემის საფუძველზე -უცნობებზე თავდასხმით მოქმედებენ. ეკონომიკური განვითარების შეფერხებამ, ახალგაზრდების უმუშევრობის მაღალმა მაჩვენებელმა და კრიზისმა ჩინელებში სოციალური სტაბილურობის მხრივ გაურკვევლობა გამოიწვია.
პრეზიდენტმა სი ძინპინმა ადგილობრივ ოფიციალურ პირებს დაავალა, რომ უზრუნველყონ საზოგადოების უსაფრთხოება და „სოციალური სტაბილურობა“, რათა „სრულიად აიცილონ თავიდან ექსტრემალური შემთხვევები“.
0
0