-share.jpg)
Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთის ერთ-ერთმა კრემატორიუმმა, შაბათ-კვირას, 500-ზე მეტი გვამი მიიღო - ჩვეულებრივ სტატისტიკაზე ხუთჯერ მეტი.
პეკინისა და შანხაის კრემატორიუმების თანამშრომლების ინფორმაციით, COVID-19-ით გარდაცვლილთა გვამებს უწყვეტ რეჟიმში წვავენ, კრემაციისთვის უახლოესი თავისუფალი ადგილის დაჯავშნა კი მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებისთვის არის შესაძლებელი.
”ამჟამად, მთელი სისტემა პარალიზებულია,” - თქვა შანხაის კრემატორიუმის თანამშრომელმა. მსგავსი ვითარებაა დამკრძალავ ბიუროებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი უცნობია, აშკარაა, რომ დიდ ქალაქებში დამკრძალავი ბიუროები უკვე ფუნქციონირებს - ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზით, უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ლონდონში მოქმედი კვლევითი ფირმის Airfinity Ltd.-ის შეფასებით, ჩინეთში Covid-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა, იანვარში, დღეში 9000-დან 25000 ადამიანამდე გაიზრდება, როდესაც მოსალოდნელია მოგზაურობის განახლება მთვარის საახალწლო დღესასწაულების დროს.
Вloomberg-ის ინფორმაციით, იანვარში, სამი დღის ფარგლებში, მიცვალებულის კრემაციის ჩატარება 68,000 იუანი ღირს, ხოლო ერთდღიანი მომსახურება 88,000 იუანი იქნება. მანამდე კი, ჩვეულებრივ, ეს დაახლოებით რამდენიმე ათასი იუანი ღირდა.
ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტალღის გაძლიერების ფონზე, მთავრობამ შეწყვიტა COVID-19-თან დაკავშირებული ყოველდღიური სტატისტიკის გამოქვეყნება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსი ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს უდასტურდება.
0
0