
ჩინეთის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივლისში ქვეყნის აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში გახანგრძლივებულმა სიცხემ შესაძლოა, ბრინჯისა და ბამბის მოსავალი გაანადგუროს.
„კლიმატის ცვლილების შედეგად, ჩინეთს ხანგრძლივი სიცხე, ასევე ხშირი და არაპროგნოზირებადი ძლიერი წვიმა ემუქრება. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩინეთის უმეტეს რაიონში ექსტრემალური ტემპერატურაა მოსალოდნელი. აუცილებელია, თავიდან ავიცილოთ ბამბის, საადრეო ბრინჯისა და გვიანი ბრინჯის მოსავლიანობის შემცირების რისკი, რომელიც გამოწვეულია მაღალი ტემპერატურით და სითბური დაზიანებით. ივლისში, ასევე ორჯერ მოსალოდნელია ტაიფუნი“, - ნათქვამია განცხადებაში.
Reuters-ის ინფორმაციით, გასულ თვეში, რეკორდულმა ტემპერატურამ მარცვლეულის მწარმოებელი ძირითადი პროვინციები დააზარალა, ხოლო კოკისპირულმა წვიმამ სოიოსა და ბრინჯის მინდვრები დატბორა.
0
0