09/01/2023
11:46
ბადაგონი
"ჩინეთში "ბადაგონის" მაღალი სეგმენტის ღვინის რეალიზების მაჩვენებელი პანდმიამდელ რიცხვებს დაუბრუნდა", - ამის შესახებ ღვინის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ BMGtv-ს რუბრიკა "თიბისი კონცეპტში" კომპანიის 2022 წლის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.
გიორგი სალაყაია ამბობს, რომ აზიის ერთ-ერთ დიდ ბაზარზე "ბადაგონის" ღვინოები პრემიუმ სეგმეტშია წარდგენილი და ქართული ღვინის მიმართ ინტერესი მზარდია.
„პანდემიიდან გამომდინარე ჩინეთთან საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ, ერთ-ერთი ყველაზე რთული ქვეყანა გამოდგა იმ რეგულაციებიდან გამომდინარე, რომელიც მათ დღემდე აქვთ. პრაქტიკულად, დავუბრუნდით იმ პანდემიამდელ ნიშნულს, რა გათვლაც გვქონდა.
გვყავს ძალიან კარგი პარტნიორი, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ვართ, ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთში ქართული ღვინის სახით საკმაოდ ძვირად ღირებულ სეგმენტში წარმოდგენილი. ამ ქვეყანაში მთელი პორტფელით არ შევდივართ და ეს არცაა ჩვენს ინტერესში.
ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვქონდა გათვლა, რომ პირველი ქართული ღვინო იმ სეგმენტს გაესინჯა, რომელიც ამ აურაცხელი კონკურენციის პირობებში, რეალურად ღვინის მომხმარებელია“, - განაცხადა გიორგი სალაყაიამ BMG-სთან და დასძინა, რომ "ბადაგონმა" ღვინის რეალიზება 2022 წელს როგორც აზიის, ასევე ევროპის მიმართულებით გაზარდა.
ქვეყანაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებლის "ბადაგონის" პარტნიორი საფინანსო სექტორში "თიბისი ბანკია" და როგორც "თიბისის" კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან შავკაციშვილი გადაცემა "თიბისი კონცეპტში" აღნიშნავს, წლების განმავლობაში თიბისი "ბადაგონის" ბიზნესის განვითარების მხდარდამჭერია.
შავკაციშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ღვინის მწარმოებლები ლოგისტიკური სირთულეების წინაშე დააყენა, თუმცა გამოწვევებში ახალი შესაძლებლობაც გაჩნდა და „ბადაგონმა“ ახალ ბაზრებზე პოზიციონირება გააძლიერა. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ბოლო 12 თვის განმავლობაში ქართულ ბაზარზე "ბადაგონის" გაყიდვების წილი გაორმაგდა.
წყარო: bm.ge
0
0