
იმის მიუხედავად, ტექნოლოგიის ძალა და მისი შესაძლებლობა უდიდესია და შეუძ₾ია ჩაანაცვლოს ადამიანის შრომა მრავალ საქმეში, რომელიმე პროფესიის გაქრობა, ახლო მომავალში, არც კი წარმოგვიდგენია. ასეთი ცვლილებას მხოლოდ შორეულ მომავალში თუ განვიხილავთ.
ჩინეთში კი, უკვე გადაიდგა პირველი დიდი ნაბიჯი და შეიქმნა სრულიად ახალი, იაფი ტაქსის მომსახურება, რომელიც ელვისებური სიჩქარით ფართოვდება - ავტომატური მართვის რეჟიმის მქონე ტაქსი.
ავტომატური მართვის რეჟიმის მქონე ტაქსები ჩინეთში პირველად 2020 წელს გამოჩნდნენ. სატესტო რეჟიმში ტაქსებმა დაიწყეს ჩინეთის 10 სხვადასხვა ქალაქში ფუნქციონირება და 2 წლის განვმალობაში და ჯამში მილიონზე მეტჯერ მოემსახურნენ კლიენტებს. წარმატების მიღწევასთან ერთად, კომპანია “Baidu-მ“ შექმნა ახალი ტაქსის მოდელი RT6 მეტი განახლებით, კომფორტითა და მასობრივი წარმოების პერსპექტივით (მოდელი მხოლოდ და მხოლოდ 30 000$ ღირს). შემდეგ მოდელებში “Baidu” აპირებს დაამატოს სათამაშო კონსოლები, ვენდინგ მანქანები, მაგიდები და ასე შემდეგ.
კომპანია გეგმავს 2023 წლისთვის ჩინეთის მასშტაბით 100 000 RT6- ის ამუშავებას. ავტომატური მართვის რეჟიმის მქონე ტაქსის მომსახურების ღირებულება ჩვეულებრივი ტაქსის ღირებულების ნახევარი იქნება, ხოლო ავტოპილოტის რეჟიმს, 20 წლის გამოცდილების მქონე მძღოლის მართვის დონე ექნება.
ჩინეთის გარდა, ამ სფეროთი დაინტერესებაა სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. სამხრეთ კორეაში უკვე გამოჩდნენ მცირე რაოდენობით თვითმართვადი ტაქსები, ხოლო იაპონიაში, მათ გაუმჯობესებას ცდილობენ. მანქანებმა ქალაქის გზებზე მგზავრების მინიმალური დახმარებით გადაადგილება უნდა შეძლონ.
ასეთი ტემპით თვითმართვადი ტაქსების განვითარება, მალე, მომხარებლის გარეშე დატოვებს მძღოლებს და ბაზარზე მდგომარეობას მთლიანად შეცვლის. ამ კუთხით ტექნოლოგიური წინსვლა გამოიწვევს უმუშევრობის დონის ზრდას. ტაქსის მძღოლთა პროფესიას კი, მომდევნო ათწლეულებში გაქრობა ემუქრება.
წყარო:
https://www.bbc.com/news/technology-62237612
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
0
0