
ჩინეთს გავლენა აქვს რუსეთზე, ისევე როგორც ევროკავშირს – უკრაინაზე. ჩვენ ველოდებით, რომ ჩინეთი გამოიყენებს ამ გავლენას, რათა რუსეთი სერიოზულად მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირი-ჩინეთის სამიტის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთის რუსეთთან ურთიერთობას ომის დასრულების კუთხით, გავლენა ექნება ევროკავშირთან ურთიერთობაზე.
„ის, თუ როგორ გააგრძელებს ჩინეთი პუტინის ომთან ურთიერთქმედებას, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ნათლად ვისაუბრეთ. ჩინეთს გავლენა აქვს რუსეთზე, ისევე როგორც ევროკავშირს აქვს გავლენა უკრაინაზე და ჩვენ ველოდებით, რომ ჩინეთი გამოიყენებს ამ გავლენას, რათა რუსეთი სერიოზულად მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ჩვენი მთავარი აქცენტი მოლაპარაკებების გზით მიღწეულ გადაწყვეტაზეა. ჩვენ გვსურს მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაწყვეტა. ამჟამად გვაქვს ძალიან ინტენსიური ტექნიკური და პოლიტიკური კონტაქტები და დისკუსიები“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
0
0