ჩინეთმა წარმატებით დაასრულა "ტყვიის მატარებლების" ტესტირება
30/07/2023
17:12
მსოფლიო
A-
+A
ჩინეთმა წარმატებით დაასრულა ახალი, CR450-ის, ე.წ. "ტყვიის მატარებლების" ტესტირება, რომლებმაც მეიჟოუს ყურის ხიდზე, ერთმანეთს 453 კმ/სთ სიჩქარით ჩაუქროლეს.
ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, CR450 გახდება ყველაზე სწრაფი მატარებელი მსოფლიოში.
ამ დრომდე მსოფლიოში ყველაზე სწრაფი რეგულარული მატარებელი, ასევე ჩინეთში მოძრაობდა. მისი სიჩქარე 350 კმ/სთ აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის აბსოლუტური რეკორდი - იაპონურმა მატარებელმა, რომელიც მაგნიტურ საკიდზე მოძრაობს, 2015 წელს 600 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე განავითარა, 2007 წელს კი, საფრანგეთში სატესტო მატარებელმა 574 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია. თუმცა, ჯერ არც ერთი მათგანი არ არის სახელმწიფო დონეზე დამტკიცებული.
0
0
279
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%