
ჩინეთმა უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მოუწოდა, პატივი სცენ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, უარი თქვან ცივი ომის მენტალიტეტზე და დაიწყონ მოლაპარაკებები. დოკუმენტი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მასში არ არსებობს პუნქტი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ.
დოკუმენტის სახელწოდებაა: „ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ“ და მოიცავს 12 პუნქტს, რომლის შესრულებასაც პეკინი მოითხოვს.
ერთ-ერთ პუნქტად მასში აღნიშნული: „ომებში გამარჯვებულები არ არიან. ყველა მხარემ უნდა შეინარჩუნოს რაციონალურობა და თავშეკავება, არ მოხდეს კონფლიქტების ესკალაცია, თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია ან თუნდაც უკრაინის კრიზისის კონტროლი, მხარი დაუჭიროს რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრას, რაც შეიძლება მალე განაახლონ პირდაპირი დიალოგი, თანდათან წვლილი შეიტანოს დეესკალაციასა და შერბილებაში.“
ამ ჩამონათვალშია: ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება; მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა; ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების დაცვა; სტრატეგიული რისკების შემცირება - არ შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენება და ბირთვული ომის წარმოება; მარცვლეულის ექსპორტის გარანტია - ყველა მხარემ უნდა განახორციელოს დაბალანსებული, ყოვლისმომცველი და ეფექტიანი შეთანხმება შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს რუსეთმა, თურქეთმა, უკრაინამ და გაერომ; შეწყდეს ცალმხრივი სანქციები; უზრუნველყოფილი ოყოს საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა და ბოლო მუხლია - ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ხელშეწყობა. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიღოს ზომები კონფლიქტის ზონების ომის შემდგომი რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად. „ჩინეთი მზად არის შეასრულოს კონსტრუქციული როლი ამ კუთხით“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0